01 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
26 წლის სამირა ისმაილოვა - საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელების ისტორიაში პირველი ქალი პოლიტიკოსი

26 წლის სამირა ისმაილოვა საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელების ისტორიაში პირველი ქალი პოლიტიკოსია. აქტიური, მიზანდასახული სამირა ისმაილოვა ბოლნისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. სტერეოტიპული მიდგომით, სქესის და ასაკის მიუხედავად 41 % აიღო, მაინც დამარცხდა, თუმცა მისმა კანდიდატურამ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევა დაიწყო.

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებში ახალგაზრდა, აქტიური ქალი ნდობასა და პატივისცემას იწვევს.

აქტიური სოციალური ცხოვრება სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. 7 წლის წინ ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტებისგან შემდგარი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობა გამართულად უნდა საუბრობდეს ქართულად, რადგან ენის ბარიერი საზოგადოებაში ინტეგრირების მთავარი პრობლემაა.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალბატონების როლის და ფუნქციების გაზრდა მისი ერთ-ერთი მთავარი სამომავლო გეგმაა.

ავტორი: თაკო მესხი. 

დღის ამბები