01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
თუშეთში, თოვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია

თუშეთში, თოვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილება დილიდან აკრძალულია. თოვლის საფარი აბანოს უღელტეხილზე ნახევარ მეტრს აჭარბებს.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, თოვლის გამო ადგილზე ჩარჩენილები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები. ასევე, გარკვეულ სოფლებში გადაადგილებას ვერ ახერხებენ ადგილობრივები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. თუშეთში ამ წუთებშიც თოვს. დღეს მოთოვა გომბორის უღელტეხილზეც, თუმცა გადაადგილება შეზღუდული არ არის.

დღის ამბები