01 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტს მთავრობა არ ასაჯაროებს - არასამთავრობოები ევროკავშირს მიმართავენ

სიძულვილის ენის აკრძალვა ერთ-ერთი რეგულაციაა, რომელიც სავარაუდოდ ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტში ჩაიწერება.

დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა ქართულმა მხარემ ნოემბრის ბოლომდე უნდა დაასრულოს და ბრიუსელში გადაგზავნოს, თუმცა კონკრეტულად რა წერია ევროკავშირთან თანამშრომლობის 4 წლიან გეგმაში ჯერ უცნობია.

სამუშაო ვერსია ვერც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ნახეს, რომლებიც ჯერ ჯანელიძის უწყებაში დაიბარეს, შემდეგ კი დოკუმენტი აღარ გააცნეს.

ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა საქართველოს მთვრობამ ნოემბრის ბოლომდე უნდა დაასრულოს, 2 დეკემბერს კი ევროკავშირს გადაუგზავნოს.

ამის შემდეგ მასში ცვლილებების ან შესწორებების შეტანა ვეღარ მოხდება. სამოქალაქო სექტორში აპირებენ, რომ გეგმის გაცნობის მოთხოვნით ევროკავშირს მიმართონ.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები