07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ქალაქ მოსულზე კონტროლის აღდგენის მიზნით, ერაყის ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს

ერაყის ქალაქ მოსულზე კონტროლის აღდგენის მიზნით, ქვეყნის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ამ დროისთვის, ტერორისტებისგან გაწმენდილია 9 მიმდებარე სოფელი და ერაყის სამთავრობო ჯარები ქალაქში მისასვლელ მთავარ გზებს აკონტროლებენ.

შეერთებული შტატების ინფორმაციით, ამ დრომდე მოსულში ისლამური სახელმწიფოს 5 ათასამდე ტერორისტი რჩება. სწორედ მათ დასამარცხებლად მიმდინარეობს ბრძოლები, რომელშიც ერაყის მთავრობას სახმელეთო და საჰაერო მხარდაჭერას შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, კოალიციაც უწევს.

შაბათ-კვირას მოსულის რეგიონში ტერორისტების პოზიციებზე ავია დარტყმები ფრანგულმა გამანადგურებლებმა განახორციელეს.

დღის ამბები