01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
არასამთავრობოები არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვებისთვის ემზადებიან - ზოგიერთ უბანზე მონიტორების რაოდენობა გაიზრდება

არასამთავრობოები არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვებისთვის ემზადებიან - ზოგიერთ უბანზე მონიტორების რაოდენობა გაიზრდება

ხმების დროული დათვლა და პირველადი შედეგების დროულად გასაჯაროება - არასამთავრობოები კვლავ მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეტი მობილიზებისკენ, რომ ისევ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები მონაცემებთან დაკავშირებით პირველი ტურის მსგავსად.

ისინი წინასწარი პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზეც საუბრობენ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. არასამთავრობოები კენჭისყრას კვლავ დააკვირდებიან. იმ უბნებზე კი სადაც 8 ოქტომბერს იყო დაპირისპირება, უფრო მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს საარჩევნო პროცესს. არჩევნებზე ამჯერად მხოლოდ იმ პარტიებს ეყოლებათ წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ კენჭისყრაში. ხმის მიცემის პროცესს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

 

დღის ამბები