01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
პრეზიდენტი და პირველი ლედი სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობების აღდგენის 25-წლისთავს მიეძღვნა.

კონცერტში ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით ქალაქ იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა.

კონცერტის სოლისტი პიანისტი ალექსანდრე თორაძე იყო. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დღის ამბები