07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
"რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო ნორმებსა და წესებს"-ბარაკ ობამა

რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო ნორმებსა და წესებს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იტალიის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბარაკ ობამას თქმით, შეერთებული შტატები და იტალია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების მომხრე მინსკის შეთანხმების შესრულებამდე იქნებიან და ნორმანდიულ ოთხეულთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც შეიარაღებით მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამოუვარდება.

მისივე თქმით, რუსეთი მსოფლიო მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა იყოს ჩართული და პრობლემების წარმოქმნას ხელს არ უნდა უწყობდეს.

დღის ამბები