01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალების აქცია სასამართლოსთან - "ჩვენ ვიწყებთ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას"

ტრანსგენდერი ქალის დაჭრაში ბრალდებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლგბტ თემის წარმომადგენლების მცირე აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

უფლებადამცველების მსგავსად ბრალდების დასაბუთებას არ ეთანხმებიან არც ლგბტ აქტივისტები და დაზარალებულის ახლობლები. მათი თქმით, ერთადერთი მოტივი იყო ის, რომ დანაშაული იყო სიძულვილით მოტივირებული.

მათი თქმით, ლგბტ ჯგუფში ყველაზე დაუცველები ტრანსგენდერი ქალები არიან. მათივე განცხადებით, ისინი საკუთარ უფლებებს თავად დაიცავენ. 

მათ მიერ ყურადღება საქმის კვალიფიკაციასა და სასჯელზე მახვილდება, რომელიც ტრანსგენდერი ქალების განცხადებით ყოველთვის არაადეკვატურია. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

დღის ამბები