01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
თბილისში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ქალთა კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებია

დღეს თბილისში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ქალთა კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებია. პროფკავშირების კონფედერაციის პან ევროპული ორგანიზაცია, ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის პროფკავშირებს აერთიანებს.

მათ შორის, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან და მილიონობით დასაქმებულის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

ქალთა შრომითი უფლებები და გენდერული საკითხები ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ქალთა კომიტეტის შემადგენლობას, პრეზიდენტს და ორ ვიცე პრეზიდენტს ოთხწლიანი ვადით აირჩევენ.

დღის ამბები