01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
"3 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა"- ომბუდსმენი შშმ პირების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას აფასებს

ომბუდსმენის აპარატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა შეისწავლა. დასკვნის მიხედვით, ამ ადამიანებისთვის ინდივიდუალური სერვისების მიწოდება შეზღუდულია, გამოვლინდა ბენეფიციართა უფლებების დარღვევების და დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. მონიტორინგი 5 დაწესებულებაში ჩატარდა.

"ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ 3 გარდაცვალების ფაქტი იყო ამ დაწესებულებებში. 2 შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ცოტა არ იყოს გაჭიანურებულია გამოძიება. საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეა საუბარი თუ რამდენად ხარისხიანია და უსაფრთხოა ეს საკვები. ბენეფიციარებს შორის იყო გარკვეული კონფლიქტები. სწორედ ეს რისკები უნდა იყოს დაყვანილი მინიმუმამდე,"- აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

დღის ამბები