01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
თბილისის მოდის კვირეული ნინო რამიშვილის პირადი გარდერობის ჩვენებით გაიხსნა

თბილისი მოდის კვირეული ნინო რამიშვილის პირადი გარდერობის ჩვენებით გაიხსნა. საკრებულოს ფოიეში ცნობილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის სამოსი სუხიშვილების მოცეკვავეებმა წარადგინეს.

პერფორმანსს საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილისის მოდის კვირეული 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და საკუთარ კოლექციებს დამწყები დიზაინერებიც წარმოადგენენ.

დღის ამბები