01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
"როდემდე უნდა გვწამლოს ხელისუფლებამ" - დიდი ლილოს ნაგავსაყრელის შესახებ საკრებულოში იმსჯელეს

თბილისის საკრებულომ დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრეფი შენობის მშენებლობის შემსრულებელი კომპანიისგან ანგარიში მოისმინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომას ლილოს დასახლების მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებსა და ლილოში დასუფთავების გადასახადის გადახედვაზე ისაუბრეს.

"როდემდე უნდა გვწამლოს ხელისუფლებამ. რა გვეშველება და როდის გვეშველება რომ გვხოცავენ ეს ფაქტია, ეს სლაიდები და გალამაზება არაფერს არ ცვლის,"- განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ საკრებულოს სხდომაზე.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის რეაბილიტაციის პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან თებერვალში - 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

გაზშემკრეფი ნაგებობა ლილოში, მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

"ის რომ არის მძიმე ვითარება და სუნია ამაზე არ ვდაობთ. რაც შეიძლება ნაგვის გადასატანს. ამ ნაგავსაყრელის გამო ვიყარე კენჭი, რომ ეს პროცესი მიმეყვანა ბოლომდე და პრობლემა მოხსნილიყო,"- განაცხადა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ. 

დღის ამბები