01 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები - MDF-ის ანგარიში

ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე მომზადებული კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს დღეს მედიის განვითარების ფონდი.

მათი განმარტებით, ასეთ შემთხვევებზე დაწყებულია გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადოდ და ხშირად ამ საქმეებს არ აქვს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის კვალიფიკაცია.

დოკუმენტი ასევე მოიცავს ინფორმაციას არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე, პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟების, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე.

„ჟურნალისტთა საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადია ჯარიმით ან პატიმრობით, მაგრამ, ჩვენ არ გვინახავს შემთხვევები, როდესაც ადეკვატურად ხდება ამ სასჯელის გამოყენება. გვახსოვს აეროპორტის ინციდენტი რუსთავი 2-თან დაკავშირებით, იგივე როდესაც ქუთაისში ჟურნალისტებს შეექმნათ პრობლემები. პასუხისმგებელი ორგანოები არიან შსს და პროკურატურა, მაგრამ მონიტორინგის ფუნქცია უდნა გაუწიოს პარლამენტმა მათ შორის და მთავრობამ,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.

დღის ამბები