01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
სამოქალაქო სექტორის ნაწილი განმეორებითი კეინჭისყრისა და მეორე ტურის დღეს ვითარების გამწვავებას არ გმორიცხავს

განმეორებითი კეინჭისყრისა და მეორე ტურის დღეს კონკრეტულ უბნებზე ვითარების გამწვავებას არ გმორიცხავს სამოქალაქო სექტორის ნაწილი.

მათი აზრით, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად და არჩევნების მშვიდ ვითრებაში ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.

"იმ უბნებთან დაკავშირებით, სადაც ძალიან ახლოს არის კანდიდატების მომხრეების ხმები და შედეგები, ველოდებით, რომ შეიძლება იყოს დაძაბულობა," - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. 

ისინი ასევე, მოუწოდებენ ცესკოს გამოასწოროს ის პროცედურული ხარვეზები, რომელიც პირველ ტურში გამოვლინდა.

"გარკვეული გამოწვევები გვაქვს პირველი ტურის გამოცდილებიდან გამომდინარე. კონკრეტულად, ჯიხაშკარის შემთხვევაში პრეტენზიები ფა ვფიქრობ, ამ კუთხით კიდევ სამუშაოა და მნიშვნელოვანია, ეს ხარვეზები გამოსწორდეს უკვე მეორე ტურზე და მსგავსი რამ არ ვნახოთ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ 

დღის ამბები