07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
დონალდ ტრამპს ჰილარი კლინტონის მიმართ მიშელ ობამას კრიტიკული პოზიციის შეცვლა უკვირს

დონალდ ტრამპმა მიშელ ობამას კრიტიკას უპასუხა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა პირველი ლედი ჰილარი კლინტონის მიმართ არათანმიმდევრულ პოზიციაში დაადანაშაულა.

მან 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია გაიხსენა, როდესაც ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ. დონალდ ტრამპის თქმით, იმ პერიოდში მიშელ ობამა ჰილარი კლინტონს გამუდმებით აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ადამიანი, რომელიც ვერ უვლის საკუთარ სახლს, თეთრ სახლსაც ვერ გაართმევდა თავს.

ტრამპისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა მიშელ ობამამ პოზიცია და დღეს დემოკრატების კანდიდატის გულშემატკივარი გახდა.

დღის ამბები