01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
მარათონის ჩატარების გამო დედაქალაქში გზებზე შეზღუდვებია

მათონთან დაკავშირებით თბილისში გზებზე შეზღუდვებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გადაკეტილია კრწანისის მოედანი - ავტომანქანების ნაკადი ამჟამად მოძრაობს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.

მოძრაობა აიკრძალულია ასევე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ავტომანქანები მოძრაობენ მელიქიშვილის ქუჩიდან, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით.

ასევე ჩაკეტილია თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური მარჯანიშვილის მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები. ასევე მოძრაობა იკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

დღის ამბები