01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
ძალა ნდობას - შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს

ძალა ნდობას - შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციას და ამ მიმართულებით ახალი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებას.

უწყების ინფორმაციით, ასევე იგეგმება საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონის ამაღლება.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მინისტრმა მადლობის სიგელებით დღეს 5 თანამშრომელი დააჯილდოვა.

დღის ამბები