07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
საფრანგეთის ქალაქ კალეში მიგრანტების ბანაკს იღებენ

საფრანგეთის ქალაქ კალეში მიგრანტების ბანაკს იღებენ. ლტოლვილებით სავსე პირველი ავტობუსი ბანაკიდან უკვე გაგზავნეს.

ევაკუაციის დაწყებამდე, ბანაკში ერთმანეთს პოლიციელები და ის მიგრანტები დაუპირისპირდნენ, რომლებიც სხვა თავშესაფარში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ, მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს და საპირფარეშოები დაწვეს. სამართალდამცველებმა კი არალეგალების შეჩერება ცრემლსადენი გაზით სცადეს.

კალეში 7 ათასამდე დევნილი კარვებში ცხოვრობდა. მათ სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილებენ. მეურვის გარეშე დარჩენილ 1300 ბავშვს კი დიდი ბრიტანეთი შეიფარებს.

ევაკუაცია სამ დღეს გაგრძელდება. ხვალიდან კი მძიმე ტექნიკით, კარვებს აიღებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები