01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი გაუარესდება

უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. 25- 26 ოქტომბერს თბილისსა და მის შემოგარენში მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით.

სპეციალისტების ვარაუდით დაბალი ტემპერატურა და უამინდობა საქართველოში 27 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

„აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისის შემოგარენში ზოგან შეიძლება თოვლჭყაპი და მცირე თოვლიც დაფიქსირდეს,“ - აღნიშნა სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ.

დღის ამბები