01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა - ომბუდსმენმა ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

მონიტორინგი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში აპარატმა 113 საქმე შეისწავლა, სხვადსხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი 12 საქმეში გამოვლინდა.

ომბუდსმენმა შეხვედრაზე პროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ წარადგინა, რომელიც 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. შეხვედრას არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 „აუცილებელია გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებით, კერძო ორგანიზაციებთან ჩვენი მუშაობა გახდეს ეფექტური. 113 საქმე იყო შესწავლილი, განცხადების უმეტესობა სხვადასხვა საფუძველზე არის მითითებული, დისკრიმინაციის, მათ შორის არის პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო დისკრიმინაცია. 12 საქმეში დავადგინეთ სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

დღის ამბები