01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
ხვალ თბილისში თოვლია მოსალოდნელი

ხვალ თბილისში თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +4 გრადუსამდე დაეცემა, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. 

სინოპტიკოსების ცნობით, დედაქალაქში ხვალ თოვლჭყაპს ვარაუდობენ, რასაც დაერთვება ქარი, რომლის სიჩქარეც 8-13მ/წმ იქნება. 

ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსალოდნელი ძლიერი თოვა, დღისით +2, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

25 ოქტომბერს ჰაერის მინიმალური ტემპერატურია 1945 წელს დაფიქსირდა, ამ დღეს თერმომეტრებზე -1,7 გრადუსი იყო მაქსიმალური, +26 გრადუსი კი - 1927 წელს. 

 

 

 

 

დღის ამბები