01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
მდინარე ხანისწყლის სანაპიროზე ცხოველური წარმონაქმნები - რეალური აღმოჩენა თუ ადგილობრივი გეოგრაფის ფანტაზიის ნაყოფი 

რეალური აღმოჩენა თუ ადგილობრივი გეოგრაფის ფანტაზიის ნაყოფი - მდინარე ხანისწყალის სანაპიროზე აღმოჩენილი ქვები გეოგრაფ ნინო ბაზანოვის მტკიცებით, ცხოველური წარმონაქმნების ნაშთებია.

პალეპონტოლოგების შეფასებით, ეს მტკიცება, მსუბუქად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია.

ადგილობრივების ნაწილი მეცნიერთა აზრს არ ეთანხმებიან და ნინო ბაზანოვის აღმოჩენას არც თუ ისე სკეპტიკურად განიხილავენ.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ვარაუდობენ რომ, ცხოველთა ნიმუშები რამდენიმე ასეული საუკუნისაა და მდინარის სანაპიროზე მათი ასამდე ნაშთია შემორჩენილი.

მიუხედავად პალეონტოლოგების შეხედულებისა, ადგილობრივები სპეციალისტებს აღმოჩენით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ნინო ბაზანოვამ ამ თხოვნით სამთავრობო უწყებებს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.

 

 

ავტორი: ვანო გავაშელი 

დღის ამბები