01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
ნაადრევი თოვლი საქართველოში - წყნეთში თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისსა და მის შემოგარენში ითოვებს.

თბილისში ამ დროისთვის აღარ თოვს, თუმცა თოვს დედაქალაქის შემოგარენში. წყნეთში თოვლის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრს გადააჭარბა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. იგივე მდგომარეობაა ბეთანიასა და კოჯორში.

მეტეოროლოგების თქმით, ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა 29-დან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი.

დღეს დედაქალაქისთვის რეკორდულად ადრე მოთოვა. სინოპტიკოსების განცხადებით, ოქტომბერში თოვლი თბილისში პირველად მოვიდა. ერთადერთი მსგავსი პრეცედენტი 1987 წელს დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ქალაქის შემოგარენში ითოვა.

ავტორი: შოთა კიკნაძე. 

დღის ამბები