01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობა დაიწყო. გახსნის ცერემონიას პრემიერმინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მთავრობის მეთაურმა გარდაბანში საქართველოში ყველაზე მასშტაბური სათბურიც დაათვალიერა. 12 ჰექტარზე გაშენებული კიტრის სათბური თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოეწყო, რისთვისაც 23 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. ექსპორტს კომპანია რუსეთში ახორციელებს.

„აქ 250 ადამიანი დასაქმდება, შედეგი გახლავთ ის, რომ ეს არის თანამედროვე, ევროპული ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და ასევე გავა ექსპორტზე. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს არსებობს, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თვალსაზრისით, გამოიყენოს საქართველომ იმისათვის, რომ ადგილობრივი ინვესტიციები გაიზარდოს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე პერიოდში, საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებე.

 

დღის ამბები