01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
სამხედრო ობიექტებზე არ არის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები - ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე,  კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე და გიგა შენგელიას მამის მიერ დღეს შეცვლილ პოზიციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრო გამოძიებას სწორი მიმართულებით წაიყვანს.

„ვერ ვხედავ ვერანაირი მოტივაციას, რომ თავდაცვის სამინისტრომ არასწორი მიმართულებით წაიყვანოს გამოძიება. აქ არანაირი ინტერესი არ არის,“ - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მისი თქმით, არც ერთ სამხედრო ობიექტებზე ჯერჯერობით არ არის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები განთავსებული. მიზეზად კი ამირან სალუქვაძე დიდ დანახარჯებს ასახელებს.

„ყველგან სათვალთვალო კამერებს ვერ დააყენებ და ამ მიმართულებით იქნება საჭირო მუშაობა,“ - აღნიშნა სალუქვაძემ.

სალუქვაძემ აქვე აღნიშნა, რომ გენერალურ შტაბში პრობლემებია.

„პრობლემები გენერალურ შტაბში არის და ეს არ არის დღევანდელი დღის პრობლემა, ეს წლების განმავლობაში არის დაგროვილი და იმედია, თავდაცვის მინისტრი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ ეს არ ეხება კონკრეტულად გუშაგის ამ მოქმედებას და ამ ფაქტს,“ – განაცხადა ამირან სალუქვაძემ. 

მისი თქმით, გუშაგმა წესდების თანახმად იმოქმედა.

„ასეთი ფაქტები რომ არ მოხდეს, უკეთ უნდა დავიცვათ  ჩვენი ტერიტორიები თანამედროვე საშუალებებით,“ - განაცხადა სალუქვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები