01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
სროლა კრწანისის სასწავლო ცენტრში - მოკლულის მამას კითხვები აღარ აქვს

სასწავლო ცენტრზე მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ გიგა შენგელიას მამა სამხედრო პოლიციამ გამოკითხა, თუმცა მანამდე რომან შენგელია იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც 23 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაიჭრა.

კრწანისის დატოვების შემდეგ, მოკლულის მამას გამოძიებასთან შეკითხვები აღარ აქვს. დღეს რომან შენგელია აღარც იმას ამტკიცებს, რომ მისი შვილი თანმხლებ პირებთან ერთად, ბაზაზე მეგობრის სანახავად იყო მისული.

შენგელიას ოჯახი მომხდარზე საუბარს, გამოძიების დასრულებამდე აღარ აპირებს. თუმცა, შეკითხვები მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს. ექსპერტები გუშაგის ქმედების კანონიერებაზე არ დაობენ, თუმცა რამდენად იყო და არის საწვრთნელი ბაზა დაცული, განმარტებები ამ საკითხზე უწყებას არ გაუკეთებია.

კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ შემთხვევაზე დღეს პრემიერმინისტრმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშაგი კანონის ფარგლებში მოქმედებდა. ეს ამ ფაქტზე პრემიერის პირველი განცხადება იყო. 

ავტორი დავით ქაშიაშვილი. 

 

 

დღის ამბები