07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
მიწისძვრა იტალიაში - დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან

კურიერი იტალიაში მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა.

მათი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან, თუმცა სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ქალაქში პანიკაა.

საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, დაშავებულია ერთი სასულიერო პირი და რამდენიმე სტუდენტი.

“ეპიცენტრი დასახლება უსიდა იყო, აქედან დაახლოებით 20-25 კილომეტრში. ვერც ვუახლოვდებით იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრი მიწასთან არის გასწორებული. ამ რეგიონში ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს. ჩემს ქალაქში მხოლოდ მე გახლავართ. გარდაცვლილები ვერ დაფიქსირდა, იმიტომ, რომ ბევრი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ მოსაძებნია, დანგრეული სახლებიდან ჯერ კიდევ ამოსაყვანია. საშინელი სიტუაციაა ქალაქში, ყველა გარეთ არის, ეძებენ მეგობრებს, ეძებენ ნათესავებს. არის საშინელი პანიკა,“-აცხადებს იტალიაში მცხოვრები ქართველი მარიამ ქაფიანიძე.

ინფორმაციის დასაზუსტებლად კურიერი იტალიაში საქართველოს საელჩოსთან დაკავშირებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები