07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები გადავადების გარეშე დაიწყოს

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიზნით მოლაპარაკებები შემდგომი გადავადების გარეშე დაიწყოს.

წერილში, რომელსაც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთს უგზავნის, ევროდეპუტატები მოუწოდებენ საბჭოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებები ნოემბრის დასაწყისში გამართონ.

ევროდეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც სამმხრივი მოლაპარაკებები მანამდე არ დაიწყება, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესებაზე შეთანხმება არ მოხდება.

„ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეუძლია მიიღოს სარგებელი ვიზალიბერალიზაციისგან და საქართველოს შემთხვევა სწორედ ასეთია“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები