01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
კირბალიდან გატაცებული მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

სამდღიანი ტყვეობისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ სოფელ კირბალის მკვიდრი ილია თაყაძე გათავისუფლებულია.

საოკუპაციო ზოლიდან რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ის 23 ოქტომბერს გაიტაცეს და ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 30 წლის მამაკაცი მეგობრებთან ერთად ტყეში შეშას აგროვებდა.

ცხინვალის იზოლატორში ამ დრომდე რჩება უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქე. ამ თემაზე ქართულმა მხარემ ერგნეთის გუშინდელ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები