07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ბოსტონში მეტროს სადგურზე მომხდარი ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ბოსტონში მეტროს სადგურზე მომხდარი ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მგზავრებმა ვაგონში კვამლი შენიშნეს და მატარებლის დატოვება სცადეს, რამაც პანიკა გამოიწვია.

ხალხმა ვაგონიდან გამოსვლის მიზნით ფანჯრებიც ჩაამსხვრია. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 3-ის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით კვამლი ვაგონში მატარებლის გაუმართავი ძრავის გამო წარმოიქმნა.

დღის ამბები