03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
პატრიარქი დღეს 600-ზე მეტ ბავშვს ნათლავს

ჩვილთა საყოველთაო ნათლობის მორიგი ცერემონია იმართება დღეს 5 ოქტომბერს სამებაში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ბავშვი გახდება.

მათ საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის შემდეგ ჩვილებს ილია მეორე დალოცავს. დღეისთვის პატრიარქს 21 ათას 500-მდე ნათლული ჰყავს. პირველი საყოველთაო ნათლობა 6 წლის წინ გაიმართა.  

დღის ამბები