01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეებისთვის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი დილიდან გადაკეტილია

დილიდან გადაკეტილია სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი. მოქალაქეებისთვის უცნობია რა არის ამის მიზეზი. საზღვარზე გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის არის ნებადართული.

ქართული პასპორტების მქონე პირებს კი ეკრძალებათ მეზობელ ქვეყანაში შესვლა. ქართველები ვერც თურქეთიდან გადმოდიან.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს ჩხრეკა. შეზღუდვებით მიმდინარეობს ტრანსპორტის გადაადგილებაც, რის გამოც ტერიტორიაზე საცობები წარმოიქმნა.

თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელი ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობს, თუმცა როდის გაიხსნება სარფის გამშვები პუნქტი, ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებს.

„დაახლოებით ღამის 11:00 საათიდან ვდგავარ რიგში. ქართველები სადღაც 400-500 ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან ჩვეულებრივად გადიან, თურქეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად გადიან. პრობლემა აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. ჟანდარმერიაა მობილიზებული, პოლიციაა, რომელიც არაფერს არ გვეუბნება. საგარეო საქმეთა სამინისტროში დავრეკე. ვუთხარი რაც ხდებოდა, გაგვითიშეს ტელეფონი, შემდეგ სასაზღვრო პოლიციას დაგვაკავშირეს. იმათ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ რა შუაში ვართო. პირადად მე არა მაგრამ რამოდენიმე ქალბატონს ჩანთებიც შეუმოწმეს,“-განაცხადა კურიერთან საუბრისას თურქეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ.  

დღის ამბები