01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
ლუფთანზას კომპანიების ეკიპაჟის წევრებმა 24 საათიანი გაფიცვა დაიწყეს

ლუფთანზას შვილობილი კომპანიების ეურო-ვინგსისა და ჯერმან-ვინგსის ეკიპაჟის წევრებმა 24 საათიანი გაფიცვა დაიწყეს. თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

პროტესტის გამო კომპანიებმა გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ასობით რეისი გააუქმეს, დაზარალებული მგზავრების რაოდენობა კი 40 ათასს აჭარბებს. ეკიპაჟის წევრებმა გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დღის ამბები