01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
ამერიკული კომიქსის ეკრანიზაცია - "დოქტორ სტრეინჯის" ნახვა ხვალიდან იქნება შესაძლებელი

ბერლინში მარველის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. ჩვენებას თავად მსახიობები და რეჟისორიც დაესწრო. ამერიკული კომიქსის ეკრანიზაცია სკოტ დერიკსონს ეკუთვნის, ხოლო ფილმში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ბენედიქტ ქამბერბაჩი ასრულებს.

საქართველოს კინოთეატრებში დოქტორ სტრეინჯის ნახვა ხვალიდან იქნება შესაძლებელი.

ბენედიქტ ქამბერბაჩთან ერთად, მარველის ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობი ტილდა სუინტონი, მადს მიკელსენი და რეიჩელ მაკ-ადამსი ასრულებენ. 

 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი. 

დღის ამბები