01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი შესაძლოა დღის ბოლომდე გაიხსნას

საქართველოს მოქალაქეებისთვის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, შესაძლოა დღის ბოლომდე გაიხსნას. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, თურქული მხარისგან პირობა მიიღეს, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.

"პრობლემები განპირობებული იყო თურქულ მხარეს არსებული ტექნიკური ხარვეზით. ეს მიზეზი თავად თურქმა მებაჟეებმა დაასახელეს. სრული დატვირთვით ჯერჯერობით ვერ მუშაობენ ჩვენი კოლეგები მეზობელი სახელმწიფოდან. თუმცა გვაძლევენ პირობას, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში პრობლემა სრულად იქნება აღმოფხვრილი. გარკვეული რაოდენობა მანქანების, როგორც ფიზიკური პირების, ასევე სატვირთო მანქანები და მსუბუქი მანქანების დაგროვდა, თუმცა არის სრული სიმშვიდე, საპატრულო პოლიცია არეგულირებს რიგებს,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საზღვარზე გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვისაა ნებადართული. ქართული პასპორტების მქონე პირებს კი ეკრძალებათ მეზობელ ქვეყანაში შესვლა. ქართველები ვერც თურქეთიდან გადმოდიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები