01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, 39-ვე კურსდამთავრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდება.

“39-ვე მაგისტრანტი დასაქმდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, მათ შორის ჩვენს უმნიშვნელოვანეს საპილოტე პროექტებში, როგორიც არის ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.    

დღის ამბები