01 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა - ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა. ტექნიკური პრობლემა, რომლზეც თურქული მხარე საუბრობდა, ნაწილობრივ მოგვარებულია. შეფერხებით მიდის მხოლოდ პრობლემური პასპორტების მქონე მოქალაქეების გატარება. ასევე რიგში დგანან სატვირთო ავტომობილები.

არსებულ ვითარებაზე განცხადება საქართველოში თურქეთის ელჩმა გააკეთა.

„ინფორმაცია, რომ თითქოს თურქეთის ტერიტორიაზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს, არ არის სიმართლე. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ადგილობრივმა გაზეთმა გაავრცელა და არის ტყუილი. არავითარი ტერორისტული თავდასხმა ან დაკავებები ამის გამო არ ყოფილა. რაც შეეხება მდგომარეობას საზღვარზე, იქ მართლაც ტექნიკური პროგრამული პრობლემაა. ეს ხელს უშლის პოლიციას და საბაჟოს ხელმძღვანელობას მგზავრების პირადობის დადგენაში. ეს მხოლოდ საქართველოსთან არ ხდება, არამედ ყველა საზღვართან მსგავსი პრობლემები გვაქვს. ამაზე მუშაობენ და იმედია, შევძლებთ რამდენიმე საათში მოგვარებას,“ - აცხადებს საქართველოში თურქეთის ელჩი.

დღის ამბები