01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
ახალციხეში ამომრჩეველს 41-ის შემოხაზვისკენ მოუწოდეს - ინციდენტი პოლიციის ჩარევით განიმუხტა

კიდევ ერთი დარღვევა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს. ცოტა ხნის წინ ახალციხეში ხმაური იყო. ხმაურის მიზეზი კი ქართული ოცნების წარმომადგენლის მითითება გახდა, რომელმაც ამომრჩეველს მოუწოდა საარჩევნო ბიულეტენში 41 შემოეხაზა. 

როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა გადასატანი ყუთი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მიიტანეს. ადგილზე მცირე შეკამათებაც მოხდა და ვითარების განსამუხტად ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს. 

მომხდარზე დაწერილია საჩივარი, რა რეაგირება მოჰყვება საჩივარს ეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები