01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
გორის რაიონში "ენმ"-ის მხარდამჭერს სცემეს - ალბერტ მერებაშვილი "ქართული ოცნების" წევრს ადანაშაულებს

გორის რაიონის სოფელ სობისში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი სცემეს. დაზარალებული ალბერტ მერებაშვილი ყვება, რომ ის იმ დროს სცემეს, როდესაც ის საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად მივიდა.

ის ცემაში ადანაშაულებს საკრებულოს წევრს კობა ბერიანიძეს, რომელიც ამავდროულად ქართული ოცნების წევრია.

როგორც თავად ამბობს, კობა ბერიანიძის ხელმძღვანელობით, მას 10-11-მა პირმა სცემა. დაზარალებული ჩხუბის პირად მოტივს გამორიცხავს და ამბობს, რომ ბერიანიძე დღეს პირველად ნახა.

დაზარალებული ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმების გადაწყვეტილებით, ის სტაციონარშია გადაყვანილი.

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ ამ სოფელში მოგებული ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას 8 ოქტომბერს არჩევნები და მისი თქმით, სწორედ ეს გახდა განსაკუთრებული გაღიზიანების და დღევანდელი დაპირისპირების მიზეზი.

დღის ამბები