01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
მე არ ვიცი, კარუსელი იყო თუ საქანელა - ქუთაისში უბნებზე მარკირებული ამომრჩევლის მასიური მისვლა დაფიქსირდა

ქუთაისის სამივე ოლქში მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია. 

ცოტა ხნის წინ 23-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა მარკირებაგაკეთებულ მოქალაქეს ხმის მიცემის საშუალება მისცეს. ეს გადაწყვეტილება კომისიის 5-მა წევრმა სამის წინააღმდეგ მიიღო. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, იყო შანსი, რომ მოქალაქეს მარკირება პირველი ტურის დროს ჰქონდა გაკეთებული. 

აღნიშნულ ფაქტს ნაციონალურ მოძრაობაში დარღვევად აფასებენ. გიგი წერეთელი იმედს გამოთქვამს, რომ დღის მეორე ნახევარში ვითარება კიდევ უფრო არ გართულდება. 

"ადმინისტრაციული მანქანა მუშაობს, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები აკვირდებიან ფაქტებს. იყო მცდელობა ე.წ. კარუსელების. არის ბევრი დარღვევა, რომელიც დაფიქსირებულია. იმედი მაქვს, მძიმე გართულებები მაინც არ იქნება დღის მეორე ნახევარში," - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის 47-ე ოლქში აქტივობა მოსახლეობის 21%-ია, 48-ე ოლქში აქტივობამ 20,9% შეადგინა, ხოლო 49-ე ოლქში 23,8%. 

 

ავტორი ეკო მაღრაძე

დღის ამბები