01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
აფეთქება ვარკეთილში - შემთხვევა ავტოფარეხში მოხდა

აფეთქება ვარკეთილში - შემთხვევა ავტოფარეხში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოფარეხს მფლობელები საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, იქ ქირით ოჯახი ცხოვრობდა. 

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსის მინები ჩაამსხვრია. 

აფეთქების დროს, სახლში 22 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, ის ძლიერი დამწვრობით ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე არიან ყაზ ტრანს გაზის წარმომადგენლები. ამ დროისთვის, აფეთქების ადგილთან ახლო მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც რუსთავი 2-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟიც.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. 

 

 

დღის ამბები