01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ვარკეთილში - დაშავებული ახალგაზრდა ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია

ამ დრომდე კრიტიკულია 22 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც საცხოვრებელ ფართად გადაკეთებული ავტოფარეხის აფეთქებისას მძიმედ დაშავდა. მომხდარის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების ფანჯრები ჩაიმსხვრა. დაზარალებული, რომელიც სომხეთის მოქალაქეა და ვარკეთილში ქირით ცხოვრობდა, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში სხეულის მძიმე დამწვრობით შეიყვანეს.

აფეთქებამ 4 ავტოფარეხი და 2 ავტომანქანა დააზიანა. შემთხვევის ადგილზე, კიდევ რამდენიმე საცხოვრებელ ფართად გადაკეთებული ავტოფარეხი დგას. ნანგრევებიდან დაშავებული მაშველებმა გამოიყვანეს.

საცხოვრებელ ფართად ნაგებობა, მფლობელს ლორეტა სილაგავას 2015 წელს აქვს დარეგისტრირებული. ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, მფლობელს ყოფილ ავტოფარეხში ბუნებრივი აირი ყასტრანსგაზის ნებართვით ჰქონდა შეყვანილი.

პოლიციამ საცხოვრებელი ფართის მფლობელი უკვე დაკითხა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები