01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
მომავალი წლიდან მასწავლებლის საშუალო ანაზრაურება 800 ლარი იქნება

მომავალი წლის პირველივე თვიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება  დაპირებისამებრ გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, თანხები 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და საშუალო ანაზღაურება  იანვრიდან  800 ლარი იქნება.

„მასწავლებლების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში. ანუ მომავალი წლის დასაწყისშივე პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო ანაზღაურება მომავალ წელს მასწავლებლების მიაღწევს 800 ლარს,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დღის ამბები