03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
მასწავლებლის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიულოცეს.

სპეციალურად ამ დღეს დაამთხვიეს მასწავლებლის სახლში „ტექნიკური ლაბორატორიის“ გახსნაც, რომელიც მასწავლებლებს ადგილზე დამოუკიდებლად ვიდეოგაკვეთილების მომზადების საშუალებას მისცემს. საზეიმო მიღებაზე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევის პრეზენტაცია და მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშიც, სადაც პედაგოგთა პროფკავშირების მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყოა. ფილმში ცნობილი სახეები მათ საყვარელ პედაგოგებს იხსენებენ. 

დღის ამბები