01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
მოხეში განვითარებულ მოვლენებს ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ეხმაურებიან

მოხეში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ბათუმში გამართული საერთაშორისო ფორუმის "რელიგია და მშვიდობა" დელეგატები ეხმაურებიან.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე, აცხადებს, რომ ნაგებობა მუსლიმ თემს ეკუთვნის და სახელმწიფომ გონიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს გონიერი გადაწყვეტილება და ეს შენობა დაუბრუნოს მის მეპატრონეს. ეს არის სწორი მიდგომა. სხვა რაიმე სახის მოლაპარაკება, ვფიქრობ, ჩიხში შეიყვანს საქმეს და მისცემს სხვადასხვა სოფლებში მსგავსი ტიპის პრობლემის კერა გახდება,“ - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი აცხადებს, რომ "თემა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ეს არის მეჩეთი და თავის მეპატრონეს უნდა დაუბრუნდეს".

 

დღის ამბები