01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
თანამდებობის ბოროტად გამოყენების პრობლემები - საერთაშორისო გამჭვირვალობას კვლევა

თანამდებობის ბოროტად გამოყენება - ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოში გამოვლინდა. კვლევა კორუფციაზე მომზადდა.

დოკუმენტს ორგანიზაცია დღეს გაასაჯაროებს, თუმცა წინასწარ აცხადებენ, რომ საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

მათივე ინფორმაციით,  გამოვლინდა, რომ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ზოგადად კორუფციის შესახებ.

ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კორუფციული გარიგებების შესახებ.

„კვლევის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ წვრილმანი  კორუფციის დონე საქართველოში არის დაბალი, თუმცა აქ უფრო პრობლემა არის ის, რომ მაღალი კორუფციის ან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები ეს არის ის სფერო, რომელიც ყურადღებას საჭიროებს,“-განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.

დღის ამბები