01 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - მესამე სექტორი იმედს გამოთქვამს, რომ სიტყვის თავისუფლება ეჭვქვეშ არ დადგება

არასამთავრობო სექტორი რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. უფლებადამცველები თვლიან რომ, სამაუწყებლო კომპანიის გარშემო მიმდინარე დავა ორივე ინსტანციაშ, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

მესამე სექტორი მიიჩნევს რომ, უზენაესმა სასმართლომ გადაწყვეტილებით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და მედია დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს.

რუსთავი 2-ის საქმის განხილვის დაწყებას უზენაეს სასამართლოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებს მედია ექსპერტთა ნაწილი. მათი განცხადებით, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მმართველი გუნდი ქვეყანაში გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

არასამთავრობი სექტორი იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომელიც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში არსებობს.

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან მესამე სექტორის სხვა წევრებიც. მათი განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის გარშემო ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები ქვეყნის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.

იურისტები ქვეყანაში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები