03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის მთავარეპისკოპოსს საჩუქარი გადასცა

დღეს, 5 ოქტომბერს სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ სამებაში მყოფ უკრაინის მღვდელმთავარს, მთავარეპისკოპოს აღაპიტს საჩუქრად წმინდა სამების ხატი გადასცა.

ილია მეორემ ქადაგებაში საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უკრაინის მთავარეპისკოპოსი საქართველოში დელეგაციასთან ერთად უკვე 2 დღეა იმყოფება. დელეგაციამ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში წმინდა ადგილები მოილოცა და 2 დღეში უკან მიემგზავრება. მათ არ ჰქონიათ ოფიციალური შეხვედრები პატრიარქთან. ისინი ერთმანეთს დღეს ქადაგებისას შეხვდნენ.

ილია მეორეს უკრაინის მღვდელმთავარმა მთავარეპისკოპოსმა აღაპიტემ საჩუქრად ჯვარი გადასცა, რომელიც უკრაინის გამარჯვების სიმბოლოა. 

დღის ამბები