01 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
ოჯახში ძალადობა - სახალხო დამცველის ინფორმაციით, 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 13 ქალია მოკლული

სახალხო დამცველის განცხადებით, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 13 ქალი მოკლეს ოჯახში ძალადობის პირობებში.

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელთან ერთად ილაპარაკა.

ომბუდსმენი პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციისკენ მოუწოდა.

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას დააჩქაროს ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასა და პრევენციაზე.

„სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები