03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ვაცლავ ჰაველის იუბილე საქართველოშიც აღნიშნეს

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ვაცლავ ჰაველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ნახეს და ჩეხი პრეზიდენტის დამსახურებებზეც ილაპარაკეს. მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობს.

ღონისძიებაზე სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს სულხან მუხიგულაშვილს, რომელმაც ვაცლავ ჰაველის ავტობიოგრაფიული წიგნი ქართულად თარგმნა.

ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი (1989-1992) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003) იყო. ის ასევე გახლდათ დრამატურგი და ესეისტი. ჰაველი 2011 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. 

დღის ამბები